სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
hr.geარასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 1 დეკ 2026
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
დაზღვეული პირების დეტალური კონსულტირება;
ავტო დაზღვევის პროდუქტებზე შემოსული ზარალების მიღება და დარეგულირება;
კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება;
დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და პროცესის სწორად აღსრულების უზრუნველყოფა;
დელეგირების ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
კლიენტების ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
ანაზღაურების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სადაზღვევო და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაცია;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xa5S88heდაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.