ამბოლი
hr.geფილიალის მენეჯერი
ქუთაისიბოლო ვადა 1 დეკ 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N11ა
სამუშაო გარფიკი: 10:00 – 19:00.
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
ფილიალში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
მარაგების კონტროლი და შეკვეთების უზრუნველყოფა;
სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა;
დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
სასურველია უცხო ენების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
დროის მართვის უნარი;
გუნდის მართვის უნარი;
სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.