ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი
hr.geპალატის მედდა
თბილისიბოლო ვადა 29 ნოე 2026
სს „ვიანი“ – თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს - პალატის მედდის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: 16 და 24 საათიანი მორიგეობები
ძირითადი მოვალეობები:
პაციენტისთვის კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
საექთნო დოკუმენტწარმოება;
შიდა უწყვეტი საექთნო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
სასურველია სამუშაო გამოცდილება.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.