ბოუნდ სოლუშენს
hr.geტექნიკური დირექტორი
თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 12,000-15,000 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები:
სამშენებლო-დეველოპერული პროექტების ტექნიკური მართვა და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და სამუშაოთა მოცულობების განხილვა და შეფასება;
სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, შესრულების ვადებისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
პროექტების ბიუჯეტების, სამშენებლო რესურსებისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა;
არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო გუნდებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
სამშენებლო ტექნოლოგიების, კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისა და საინჟინრო სისტემების ცოდნა;
სამშენებლო პროექტების მართვის, ბიუჯეტირებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილება;
საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და შეფასების უნარი;
საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
ლიდერული, ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.