მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბოუნდ სოლუშენს

hr.ge

საწყობის დირექტორი

თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის დირექტორი ხელფასი: 7,000-10,000 ლარი (NET) ძირითადი მოვალეობები კომპანიის სასაწყობე მეურნეობის მართვა და საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ახალი სასაწყობე სივრცეების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა, სივრცეების ფუნქციური ზონირების, განლაგებისა და ოპტიმალური გამოყენების განსაზღვრა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემების გამოყენებით; სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით, შენახვის პირობების, სასაწყობე ინფრასტრუქტურისა და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის განსაზღვრა; სასაწყობე ოპერაციების მართვის სტრატეგიისა და სამუშაო პროცესების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი; სასაწყობე მარაგების აღრიცხვის, მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; სასაწყობე მეურნეობის საოპერაციო ეფექტიანობის შეფასება, არსებული პროცესების ოპტიმიზაცია და მართვის თანამედროვე სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა; სასაწყობე საქმიანობასთან დაკავშირებული ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების მართვა, საჭიროებების განსაზღვრა და საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასაწყობე მეურნეობის ან ლოგისტიკური ოპერაციების მართვის მიმართულებით მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება; სასაწყობე ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, ორგანიზებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; სასაწყობე პროცესების მართვის, მარაგების კონტროლისა და ლოგისტიკური ოპერაციების ორგანიზების პრინციპების ცოდნა; სასაწყობე მეურნეობის მართვის პროგრამებთან, მარაგების აღრიცხვის სისტემებსა (WMS) და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის შენახვის პირობების, სასაწყობე სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა; სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების, პროცესების დაგეგმვის, გუნდების მართვისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.