სეკე პარკი
hr.geადგილობრივი / ექსპრესი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - ადგილობრივი (ექსპრესი) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
საწყობების აღწერა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ბუღალტერთან;
ნაშთების მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
ინვენტარიზაცია (ინსტრუმენტების კონტროლი, შეკეთება, უსაფრთხოების თანამშრომლისგან მიღებული მითითებების მიხედვით).
ყველა მასალის გადაადგილების აღრიცხვა პროგრამა „ბალანსსა“ და RS.GE-ზე.
RS.GE- ზე მიღებული ზედნადებების ჩამოტვირთვა ობიექტების მიხედვით;
საჭირო მასალების და დანადგარების Express შესყიდვები ადგილობრივ ბაზარზე;
მომწოდებლებისგან საუკეთესო ფასისა თუ პირობების მოპოვება;
პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა სხვადასხვა პუნქტებსა და საწყობებს შორის, მძღოლებისთვის მიმართულების მიცემა;
საბაჟო პროცედურებისათვის ხელშეწყობა და ლოჯისტიკური დაგეგმარება;
საწვავის შესყიდვები;
ჯარიმებზე ინფორმაციის მიწოდება მძღოლებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა „ბალანსსა“ და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები და თვისებები:
მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
სამედიცინო დაზღვევა
პროფესიული განვითარება
სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
ჯანსაღი კორპორატიული გარემო
საწვავის ხარჯების ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.