მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

hr.ge

საწყობის თანამშრომელი - მტვირთავი

თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი - მტვირთავის პოზიციაზე. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: ოფისებში და საწყობში ინვენტარის გადაადგილება-დალაგება, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და განთავსება მენეჯერის დავალების შესაბამისად; შესყიდული პროდუქციის მიღება, დოკუმენტის მიხედვით მითვლა და საწყობში დალაგება სახეობების მიხედვით, მარაგში არსებული ნაშთების პერიოდული გადათვლა და სამეურნეო სამსახურის მენეჯერისთვის წარდგენა; მოთხოვნის შესაბამისად საოფისე ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიო საგნებისა და ჰიგიენური საშუალებების საწყობიდან ოფისებში გადატანა (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება) და ჩაბარება მიმღებზე; გენერატორებში საწვავის ავზის შევსება საწვავით; სასმელი წყლის დისპანსერების მომსახურება, წყლის ბალონების ჩანაცვლება; ოფისებში სხვდასხვა მცირე დაზიანებების აღმოფხვრა: სავარძლის დაზიანებული დეტალის შეცვლა, ავეჯის დაზიანებული ფურნიტურის შეცვლა, ნათურის გამოცვლა, ონკანის კარტრიჯის შეცვლა, (ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოების მოხმარება როგორიცაა: ბურღი; კუთხსახეხი; სახრახნისი, ქანჩის გასაღები და ა.შ.); უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად. მოთხოვნები: უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა; ორგანიზებულობა; პუნქტუალურობა; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3j2ke1hc კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.