მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

პულს არია

hr.ge

ღამის ცვლის ადმინისტრატორი

თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
პულს არია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ღამის ცვლის ადმინისტრატორი საცურაო აუზისა და ფიტნეს ცენტრში ვეძებთ პასუხისმგებლიან, ყურადღებიან და ორგანიზებულ ღამის ცვლის ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას და საჭიროების შემთხვევაში შეითავსებს ბარის მომსახურებასაც. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება; ღამის ცვლის ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ცენტრში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი; სალარო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების წარმოება; ბარში შეკვეთების მიღება და მომსახურება; წარმოქმნილ საოპერაციო საკითხებზე დროული რეაგირება; სამუშაო სივრცის მოწესრიგება და ცვლის გადაბარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა; კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები; დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ღამის ცვლაში მუშაობის მზადყოფნა; მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ვაკე სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა ანაზღაურება: 1000ლ დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ: +995 555372711

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.