პულს არია
hr.geადმინისტრატორი
თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
საცურაო აუზისა და ფიტნეს ცენტრში "პულს არია" ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადმინისტრატორს, რომელიც ადმინისტრაციულ საქმიანობასთან ერთად შეითავსებს ბარის მომსახურებასაც.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება;
ცენტრის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
სალარო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების წარმოება;
ბარში შეკვეთების მიღება და მომსახურება;
სამუშაო სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
პასუხისმგებლობა, ყურადღებიანობა და თავაზიანობა;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი:ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000ლ
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555372711
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.