მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სასტუმრო შერატონ ბათუმი

hr.ge

სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომელი

ბათუმიბოლო ვადა 28 ნოე 2026
სასტუმრო შერტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე. ადგილების რაოდენობა 1 თუ გამოირჩევით პასუხისმგებლობით, მოწესრიგებულობით და გსურთ იმუშაოთ მაღალი სტანდარტების გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები სპა ცენტრისა და მისი ტერიტორიების სისუფთავის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა; სამუშაო სივრცეების, გასახდელების, საშხაპეებისა და საერთო ზონების მოწესრიგება; აღმოჩენილი ხარვეზების ან დაზიანებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; ნაპოვნი ნივთების დამუშავება და გადაცემა დადგენილი პროცედურების მიხედვით; სტუმრებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება; სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მზაობა. სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.