გუდვილი
hr.geსერვის კოორდინატორი
თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
კომპანია "გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:http://www.goodwill.ge
კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სერვის კოორდინატორის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ფუნქცია მოვალეობები:
დახლს შიდა სექციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
პროდუქციის შეკვეთა, დახლში განლაგებული პროდუქციის ვადების აღრიცხვა და კონტროლი;
მომხმარებლების საჭიროებების გარკვევა, დახმარების გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;
ლოკაცია: თავისუფლების მოედანი;
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84
გისურვებთ წარმატებას!
აკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HypsH2Ad
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.