მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

გუდვილი

hr.ge

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ძირითადი მოვალეობები: ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება; სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე; ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 595 22 71 84 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Okhw4R4 გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.