გუდვილი
hr.geსექციის ვაიზერი
თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სექციის ვაიზერის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს
ფუნქცია მოვალეობები:
პროდუქციის განლაგების წესის დაცვით სექციის შევსების უზრუნველყოფა;
ვადების აღრიცხვა და კონტროლი;
დაქვემდებარებაში მყოფი კონსულტანტების სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;
ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე, თავისუფლების მოედანი;
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VF8A5aAe
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.