კლინიკა რეიმანი
hr.geპრეანალიტიკის სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კლინიკის ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემის (LIS) და ჰოსპიტალური საინფორმაციო სისტემის (HIS) ინტეგრაციის ფარგლებში შეკვეთების შაბლონების ფორმირება, როგორც ადგილობრივ, ისე გარე (კონტრაქტორ) ლაბორატორიაში მასალის გაგზავნის შემთხვევაში.
ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა LIS – ში მიმდინარე ავტომატურ პროცესების ზედამხედველობა და მართვა;
სინჯარებზე დასაკრავი შტრიხკოდის ფორმირება;
საჭირო სინჯარების ტიპის და რაოდენობის ავტომატური განსაზღვრა;
მანიპულაციის თარიღების და დროების დაფიქსირება;
ბიომასალის ლაბორატორიაში მიღების თარიღის და დროის დაფიქსირება
გამოკვლევის გაუქმების მიზეზების დაფიქსირება;
ბიომასალის ავტომატური დახარისხება ლაბორატორიის მოდულების მიხედვით
ბიომასალის დახარისხება გარე მომსახურე ლაბორატორიებში გასაგზავნად
პროვაიდერ კლინიკებში გაგზავნილი მასალების რეესტრის წარმოება;(საჭიროა მეილების იდენტიფიკაციისათვის და გაგზავნილი/არ გაგზავნილის
საჭიროებისამებრ პაციენტებისთვის კვლევის შედეგების გაგზავნა;
პროვაიდერ კლინიკებთან უკუკავშირი გაგზავნილი მასალების პასუხების ვადებთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
შეგროვების ტექნიკის ცოდნა: სხვადასხვა ტიპის ნიმუშების, როგორიცაა- სისხლი, შარდი, ქსოვილი ან სხვა ბიოლოგიური მასალა.
ცოდნა, უნარები:
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა.
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
დროის მენეჯმენტი;
კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი, #3;
ქ. თბილისი, არტურ ლაისტის #1;
ქ. თბილისი, გლდანი, მ. ნოზაძის #12
შერჩევის ეტაპები:
მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xcvOnDY
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.