კლინიკა რეიმანი
hr.geოჯახის ექიმის ასისტენტი
თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება;
პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით;
პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და სადაზღვევო პროგრმებში მუშაობა ექიმის მითითებით;
სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება ექიმის მითითებით;
პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით;
პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან რეზიდენტი საოჯახო მედიცინის მიმართულებით;
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
ცოდნა, უნარები:
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
დროის მენეჯმენტი;
კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
არტურ ლაისტის ქ. N1, თბილისი
ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3 (სანდრო ეულის მიმდებარედ)
შერჩევის ეტაპები:
მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
ინდივიდუალური გასაუბრება.
ტესტირება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას;
პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9bkjCDHe
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.