მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ჯიბე cash & carry

hr.ge

საწყობის მენეჯერი

მცხეთაბოლო ვადა 27 ნოე 2026
კომპანია ჯიბე Cash & Carry, ქსნის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს სამუშაო ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი ,სოფ.მუხრანი (ქსანი-მუხრანის გზატკეცილი) სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30 , კვირაში 6 დღე. ანაზღაურება - 1500 ლარი საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები: მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა); მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე; პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება; „წითელი ნაშთები“-ს კონტროლი; („წითელი ნაშთების“ განმარტება მოცემულია დოკუმენტში „მაღაზიის მართვის პროცედურა“) დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში ( ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00) ტელ: +995 557 30 61 69

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.