ჯიბე cash & carry
hr.geსასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
ბათუმიბოლო ვადა 27 ნოე 2026
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი- 10:00-16:00
ანაზღაურება: 1700 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი;
პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით
პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს)
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე:+995598597794
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.