წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი
hr.geმორიგე რეგისტრატორი
თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.
,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15
დასახელება: მორიგე რეგისტრატორი
სამუშაო საათები: 24 სთ მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ
სამუშაო გამოცდილება:
პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ გარემოს;
ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები:
ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება;
შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა;
შემოსულ ზარებზე დროული და კომპეტენტური პასუხი;
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტის აქტიური სტატუსი;
კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე B1, სასურველია რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — „მორიგე რეგისტრატორი“
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.