QBA RIDE
hr.geტრანსპორტ კოორდინატორი
თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
QBA RIDE აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტრანსპორტ კოორდინატორი
QBA RIDE იწყებს საერთო სარგებლობის ელექტრო ველოსიპედების, ახალ პროექტს თბილისში! ვეძებთ ენერგიულ წევრებს ჩვენი ელექტრო ველოსიპედების გადაადგილებისა და ქალაქში მათი ეფექტური განაწილების უზრუნველსაყოფად. თუ გაქვთ გამოცდილება ამ სფეროში, შეძლებთ სწრაფად აითვისოთ ჩვენი ჭკვიანი ელექტრო ველოსიპედების ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები.
ანაზღაურება და გრაფიკი
ხელფასი: 2000 ლარი (თვეში)
სამუშაო საათები: სამუშაო საათები 22 :00- 06:00; 1 საათი შესვენება.
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე
სამუშაო მოვალეობები
ელექტრო ველოსიპედების გადაადგილება განსაზღვრულ ლოკაციებზე;
ველოსიპედების განაწილება ქალაქის სხვადასხვა ზონაში;
სამუშაო დავალებების დროულად და ეფექტურად შესრულება;
ოპერაციების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
B კატეგორიის მართვის მოწმობა მექანიკური ტრანსმისიის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით (სავალდებულო).
თბილისის ქუჩებისა და უბნების კარგი ცოდნა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: dodolemonjava11@gmail.com
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.