მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სანდომი

hr.ge

მთავარი ტექნოლოგი

თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა; განაკვეთი: სრული; სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი; ანაზღაურება: 4000 ლარიდან (გამოსაცდელი ვადის შემდეგ); ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება, ტექნოლოგიური პროცესების გაწერა; წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა; განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა; ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი; პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად; საწარმოს ექსპერიმენტალური სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობა მსგავსი საჭიროების შემთხვევაში; პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა; როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი; სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით წარმოების პროცესის მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით; სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე; კვების პროდუქტების მრეწველობაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში); აუცილებელია უცხო ენების ინგლისურის და რუსულის ცოდნა პიროვნული მახასიათებლები: კომუნიკაბელური; დროის ეფექტური მართვის უნარი; ორგანიზებული; პუნქტუალური. ჩვენ გთავაზობთ: განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oxAjivwe

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.