მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ამბოლი

hr.ge

გაყიდვების კონსულტანტი

ბათუმიბოლო ვადა 26 ნოე 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 257; სამუშაო დრო: 10:00-19:00. ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისთვის (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; გაყიდვების გეგმების შესრულება; ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა; სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი); სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება; დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება; საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; ნაღდ ვალუტასთან მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.