ელემენტ კონსტრაქშენი
hr.geინჟინერ-კონსტრუქტორი
თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
დამკვეთის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, შეცდომების, შეუსაბამობებისა და არასაკმარისი ინფორმაციის იდენტიფიცირება.
საპროექტო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა დოკუმენტაციის დასაზუსტებლად და ხარვეზების ოპერატიულად აღმოსფხვრელად.
სხვადასხვა სირთულის სტრუქტურული ელემენტების დაპროექტება და ზუსტი საინჟინრო-კონსტრუქციული გათვლების წარმოება.
პროექტების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
კონსტრუქციული მოთხოვნებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ოპტიმალური სამშენებლო მასალების შერჩევა.
საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა, არსებული პროექტების კორექტირება და გაუმჯობესება.
სამშენებლო მოედნის ადგილზე შესწავლა არსებული გარემოებებისა და შეზღუდვების შესაფასებლად.
პროექტის შესრულებისა და მშენებლობის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპანიის კომერციულ, ტექნიკურ, საპროექტო და სამშენებლო ჯგუფებს შორის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ტექნიკური განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან მშენებლობის მიმართულებით.
გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის ან შესაბამის პოზიციაზე.
სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
საპროექტო და საინჟინრო პროგრამები: AutoCAD, ArchiCAD
სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზებულობა;
პუნქტუალურობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2026 წლის 28 ნოემბრამდე;
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.