მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

hr.ge

ექიმი-ოფთალმოლოგი

თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური გუნდი გაფართოებას გეგმავს და ეძებს მოტივირებულ, კვალიფიციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კადრს. ცხადდება ვაკანსია ექიმი-ოფთალმოლოგის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში, გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, ეს ვაკანსია თქვენთვისაა. ძირითადი მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი ოფთალმოლოგიაში). სამუშაო გამოცდილება: არ არის სავალდებულო (რეზიდენტურაში მიღებული გამოცდილებაც ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად). სასურველია პრე- და პოსტოპერაციული პაციენტების მართვის გამოცდილება. ენების ცოდნა: ქართული ენა — სრულყოფილად; ინგლისური კარგად ან საკომუნიკაციო დონეზე. ტექნიკური უნარები: სამედიცინო აპარატურასთან და ელექტრონულ ჯანდაცვის სისტემებთან (E-Health) მუშაობის უნარი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - kchikobava@newvision.ge; გთხოვთ ველში „subject“ მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.