მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მედეგი სთილ

hr.ge

სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება; არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება; კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება; პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით; შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები; MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურება – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო. თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: temodgebuadze8@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.