PayBox
hr.geუსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
PayBox აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კარტოზიას ქუჩა;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;
რისი გაკეთება მოგიწევს:
უსაფრთხოებისა და შრომის წესების დაცვა, ვიზიტორებისა და ტვირთების აღრიცხვა-კონტროლი, მეტალოდეტექტორით შემოწმება და სამუშაო დღის ბოლოს ელექტროხელსაწყოების გამორთვის კონტროლი;
ოფისისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, დაზიანებების შეტყობინება, საოფისე მარაგების მართვა და საქონლის მიღება-განაწილება;
დასუფთავების პერსონალისა და სარემონტო სამუშაოების კოორდინაცია, ხელოსნების მიღება და ხარისხის შემოწმება;
არქივის დოკუმენტაციასთან მუშაობა, ადმინისტრაციულ პროექტებში მონაწილეობა და ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Microsoft - პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
სასურველია ადმინისტრაციის მიმართულებით ან მომსახურების სფეროში გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
დეტალებზე ორიენტირებულობა;
უკუკავშირის მიღების უნარი;
პასუხისმგებლიანი;
ინიციატივის უნარი;
დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
მიდევნებისა და კონტროლის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება - 1200 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
Fitpass.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VXlK4Gmc
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.