მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

PayBox

hr.ge

ქუთაისის წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორი

ქუთაისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი; გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 15:00 საათი; რას გააკეთებ: გააინკასირებ სწრაფი გადახდის / თვითმომსახურების ტერმინალებს; სალაროში წარადგენ ინკასირებულ თანხას. პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; ყოველთვიურ ბონუსს (200 ლარამდე); ანაზღაურება-1250 ლარი (ბონუსის გარეშე). დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი); აუცილებელია ავტომობილის ფლობა. თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/51jzGLSd

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.