ჰიპერმარკეტი Domino
hr.geდიასახლისი
თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე დიღმის ფილიალში
ფუნქცია-მოვალეობები:
სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლზე მუდმივი ზრუნვა;
პიროვნული თვისებები:
პუნქტუალურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ენერგიული, მოწესრიგებული.
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
ხელფასი: 1000 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
კვება;
FitPass;
უფასო ტრანსპორტირება;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/O0tFwgpd
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.