სამშენებლო კომპანია ემ სი
hr.geსამშენებლო პროექტის მენეჯერი
თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ემ სი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა; სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის და შესრულების რეგულარული კონტროლი; კომუნიკაცია პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ პირებთან; სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება; სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი; სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
ბიუჯეტის, ვადების, სტანდარტის და ხარისხი კონტროლი;
საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა; პერიოდულად სამშენებლო ობიექტის ვიზიტი, დათვალიერება და შემოწმება;
ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან განხრით/ან ბიზნეს ადმინისტრირება);
პროექტის მენეჯრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი;
სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.