მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +
hr.geკრედიტ ოფიცერი
თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც სანდო და სტაბილური ფინანსური პარტნიორი. დღეს კომპანია წარმოდგენილია 50 სერვისცენტრით ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს 500-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან ჩვენს ძლიერ და ერთიან გუნდს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას -კრედიტ ოფიცერის პოზიციაზე ქ. თბილისში
ჩვენ გთავაზობთ:
განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
კადრების პროფესიონალურ გადამზადებას;
მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
საბონუსე სისტემას;
კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
კლიენტების მოზიდვის უნარი;
ენერგიული;
კომუნიკაბელური;
ძირითადი მოვალეობები:
ახალი კლიენტების მოძიება და სასესხო პროდუქტების შეთავაზება;
საკუთარი პორტფელის შექმნა/კონტროლი;
ანაზღაურება : 1500+ ბონუსი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://credits.selfrecruit.ge/s/FAmjJ
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.