Fast Pay
hr.geAML/CFT დეპარტამენტის უფროსი
თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
Fast Pay აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: AML/CFT დეპარტამენტის უფროსი
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობაა დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანი მართვა, გუნდის მუშაობის ორგანიზება და AML/CFT პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და გუნდის მართვა;
AML Check-ის პროცესის ორგანიზება და ხარისხის კონტროლი;
AML/CFT მონიტორინგის სცენარების განხილვა, ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ინიცირება;
საჭიროების შემთხვევაში, რთული და არასტანდარტული შემთხვევების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
AML/CFT პროცესებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი გაუმჯობესების ინიცირება;
დეპარტამენტის საქმიანობის შედეგების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება;
დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან AML/CFT საკითხებზე თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
AML/CFT, Compliance ან ფინანსურ სექტორში შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
AML/CFT კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების კარგი ცოდნა;
AML მონიტორინგისა და რისკების შეფასების პროცესების ცოდნა;
ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარები;
გუნდის მართვისა და რთული შემთხვევების ანალიზის უნარი/გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში;
განვითარდეთ და მოახდინოთ თვითრეალიზაცია;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@fastpay.ge
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.