ნავნე
hr.geვიდეომონიტორინგის ოპერატორი
თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
„ნავნე“ არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს ) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME- სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.
გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
GPS კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
ორგანიზებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალობა;
გუნდური მუშაობა;
დეტალებზე ორიენტირებულობაა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების საშუალებას;
მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია;
სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.