სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
hr.geმოლარე-ოპერატორი
მარნეულიბოლო ვადა 25 ნოე 2026
ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge
მოლარე-ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
სალარო ოპერაციების წარმოება;
სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პოლისების რეალიზაცია;
ყოველდღიური შემოვალ-გასავლის ორდერის/საოპერაციო დღიური საბუთების ორგანიზება;
სალაროს ნაშთის კონტროლი;
ოპერაციების პროგრამული შესრულება;
თანხის ინკასაცია;
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სახით ჩატარებული ოპერაციების შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
სალაროს აპარატის Z ანგარიშების შესაბამისობის შემოწმება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
ხელმძღვანელის მიერ დავალებული საქმიანობის შესრულება.
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ;
კომუნიკაბელურობა;
მომხმარებელზე ორიენტირებული;
გუნდური მუშაობის უნარი;
შეფერხებების მართვის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
გამოცდილება: სასურველია მოლარე - ოპერატორად მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
ენები: აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული);
უნარ-ჩვევები: Microsoft Office;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: მარნეული, სოფელი სადახლო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7VvcowWd
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.