ამბოლი
hr.geმექანიკოსი
ზუგდიდიბოლო ვადა 25 ნოე 2026
ამბოლი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მექანიკოსი.
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდასაქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge
მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის 194;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა;
ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა;
დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა;
ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება;
შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად;
ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;
სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი.
სასურველი უნარები და კომპეტენციები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ტექნიკური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.