მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ემბავუდ ჯორჯია

hr.ge

ავეჯის ამწყობი

თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
ემბავუდ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისის რეგიონი მოვალეობები: საწყობიდან ავეჯის ჩატვირთვა ავტომობილში; შეკვეთის შესაბამის მისამართზე უსაფრთხოდ მიტანა; ავეჯის ადგილზე აწყობა და მონტაჟი; სამუშაო პროცესში ავეჯის ხარისხისა და მთლიანობის უზრუნველყოფა; კომპანიის ავტომობილისა და სამუშაო ინვენტარის სათანადო მოვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავეჯის აწყობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; მართვის მოწმობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; ენერგიულობა და მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@embawood.ge

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.