ამბოლი
hr.geსაწყობის აღრიცხვის ოპერატორი / მტვირთავი
თბილისიბოლო ვადა 24 ნოე 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის აღრიცხვის ოპერატორის და მტვირთავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე: უნივერსიტეტის ქ. N6;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
საწყობის აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:
საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება;
მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა;
შემოსული შეკვეთების აღრიცხვა;
დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები:
პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.
მტვირთავის ძირითადი მოვალეობები:
პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა;
საწყობში მიღებული პროდუქციის დასაწყობების უზრუნველყოფა;
ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა.
ძირითადი მოთხოვნები:
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.