რუმს ენდ რეზიდენს
hr.geშესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 24 ნოე 2026
კომპანია Rooms & Residences აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებისა და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტს. ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან და ვემსახურებით საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო და სხვა ტიპის პროექტებს — პროდუქციის შერჩევიდან მიწოდებასა და მონტაჟამდე.
ძირითადი მოვალეობები:
პროექტის მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მიღება და ტექნიკური თუ კომერციული პირობების დაზუსტება;
პროდუქციის შერჩევა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციის შესწავლა და ფასებისა და მახასიათებლების შედარება;
მიღებული შეთავაზებების ანალიზი და კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამშენებლო-მოსაპირკეთებელი და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო მასალებისა და მათთან დაკავშირებული კონსტრუქციების საბაზისო ცოდნა;
ტექნიკური მახასიათებლების გაგების, პროდუქციის იდენტიფიცირებისა და შედარების უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;
ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
შესყიდვების, იმპორტის ან უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@rnr.ge
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.