მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

hr.ge

სტუმრებთან ურთიერთობის თანამშრომელი

თბილისიბოლო ვადა 24 ნოე 2026
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის თანამშრომლის პოზიციაზე. სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მერიოტ ინთერნეიშენალის წევრია. მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას. უნარ-ჩვევები და მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ოპერაციული პროგრამის (Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი; სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.tbilisi@sheraton.com გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება აპლიკაციები მიიღება 20 ნოემბრამდე.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.