მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

თოდუას კლინიკა

hr.ge

ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ექთანი

თბილისიბოლო ვადა 24 ნოე 2026
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ექთანი ძირითადი მოვალეობები: პაციენტის მიღება, კათეტერის ჩადგმა, მომზადება პროცედურისთვის; აღრიცხვის ჟურნალის წარმოება; პროცედურის მსვლელობისას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები: საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი; ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ფლებოტომიის მიმართულების მქონე კანდიდატს; კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა; გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; გუნდურად მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე. სამუშაო პირობები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 08:00–17:00; ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13; ანაზღაურება - 1500 ლარი (დარიცხული) დამატებითი სარგებელი: Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება; FitPass; ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში; წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები; სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xGIwJgCe

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.