ამბოლი
hr.geქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისიბოლო ვადა 21 ნოე 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა;
სამუშაო საათები: 10:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
მომხმარებლისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება პრობლემური შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
ნებისმიერ პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის;
გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სწრაფად აზროვნების უნარი;
ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას
"გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.