საქართველოს ფოსტა
hr.geდამხმარე სპეციალისტი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში
თბილისიბოლო ვადა 21 ნოე 2026
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში
სამუშაო ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
სამუშაო საათები : 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს.
ფიქსირებული ანაზღაურება - 1150 ლარი. დამატებითი ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით - 500 ლარამდე.
ძირითადი მოვალეობა:
შემომავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა;
გზავნილების დახარისხება არსებული წესის დაცვით მათი შემდგომი დამუშავების/გაგზავნის მიზნით;
გზავნილის ტომრის წონის შემოწმება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება ;
გზავნილების სკანირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ;
გუნდური მუშაობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
გასაუბრება;
მოსამზადებელი ეტაპი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2951
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.