ელგრო მოტორსი
hr.geვულკანიზატორი
თბილისიბოლო ვადა 21 ნოე 2026
კომპანია „ელგრო მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ვულკანიზატორის პოზიციაზე
„ელგრო მოტორსი“ არის სატვირთო და მსუბუქი საბურავების სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საბურავებსა და მაღალხარისხიან მომსახურებას.
ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელთან გრძელვადიანი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ფუნქცია-მოვალეობები:
საბურავების ვიზუალური შემოწმება და დიაგნოსტიკა;
საბურავების მოხსნა და დამონტაჟება;
საბურავების ბალანსირება და შეკეთება;
სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
სტაბილურ სამუშაო პირობებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.