მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
hr.geინჟინერის თანაშემწე
თბილისიბოლო ვადა 21 ნოე 2026
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ინჟინერის თანაშემწე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. ჩარკვიანის ქ. №10 (ლისის ტბის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: 09:00–16:30, დამატებით — ღამის მორიგეობა ყოველ 4 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამედიცინო აპარატურის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ოპერატიული რეაგირების უნარი.
ძირითადი მოვალეობები
კლინიკის ტექნიკური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მონიტორინგი;
გათბობა-გაგრილების სისტემების კონტროლი;
ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება;
სამედიცინო აპარატურის გამართული ფუნქციონირების მონიტორინგი და, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
ხელმძღვანელის მითითებებისა და დაკისრებული ტექნიკური დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Njikia@mmc.ge
CV-ის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ მიერ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.