მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

MUK TBILISI

hr.ge

აღრიცხვის სპეციალისტი

თბილისიბოლო ვადა 20 ნოე 2026
MUK TBILISI აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე აღრიცხვის სპეციალისტი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით); სამუშაო გამოცდილება აუდიტორის ასისტენტის, მთავარი ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრის მოადგილის, ბუღალტერიის დეპარტამენტის სპეციალისტის ან ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე; „1C:8“-ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება; MS Office-ის თავდაჯერებული მომხმარებელი; მართვითი ანგარიშგების მომზადებისა და კონსოლიდაციის გამოცდილება; DipIFR-ის კვალიფიკაცია ან მსგავსი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ (Upper-Intermediate) დონეზე; ბუღალტრული აღრიცხვის (ეროვნული სტანდარტები, IFRS), საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა; ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, ეროვნული სტანდარტებისა (NAS) და საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, კონსოლიდირებულის) მომზადებისა და წაკითხვის უნარი; მართვითი აღრიცხვის სისტემაში არასწორი მონაცემების გამომწვევი მიზეზების მოძიებისა და აღმოფხვრის უნარი; დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზისა და მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშების მომზადების უნარი. მოვალეობები: მართვითი ანგარიშგების პაკეტის ყოველთვიურ, დროულ მომზადებაში მონაწილეობა; კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის დაცვის მონიტორინგი; ხელმძღვანელობის მოთხოვნით, კომპანიის საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების გამოთვლა; სხვა დეპარტამენტებთან (მათ შორის, საერთაშორისო განყოფილებებთან) ურთიერთქმედება მართვითი აღრიცხვის საკითხებზე. პიროვნული თვისებები: კომუნიკაციის კარგი უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; მაღალი თვითორგანიზებულობა; კეთილსინდისიერება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@muk.group

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.