ეარფუდი
hr.geმომმარაგებელი
ქუთაისიბოლო ვადა 20 ნოე 2026
„ეარფუდი“ აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი
ბონუსი: 3-თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ, დაგემატებათ საბონუსე სისტემა;
კვება: თანამშრომლებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება;
ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას ქ. ქუთაისიდან აეროპორტამდე.
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო განაკვეთი: სრული;
განრიგი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
პროდუქციის მიღება და მითვლა დისტრიბუტორთან ერთად;
მიღებული პროდუქციის სწორი დასაწყობება;
საწყობის მოწესრიგება და არსებული სტანდარტების დაცვა;
მარაგების მუდმივი კონტროლი და საჭიროებისამებრ პროდუქციის შევსება;
ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდურობა
სწრაფ სამუშაო რეჟიმთან ადაპტაციის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@airfood.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება და გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წყარო: hr.ge, jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.