მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Keyline Group

hr.ge

უძრავი ქონების აგენტი / ბროკერი

თბილისიბოლო ვადა 20 ნოე 2026
უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის / ბროკერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 – 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში) ანაზღაურება სრულად გამომუშავებით: 1,500 – 8,000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)მისამართი: აკაკი წერეთლის 87ბ. გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში. ძირითადი მოვალეობები: უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება; განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე; პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია; შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა; გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე); გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი; უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად; საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა. პიროვნული თვისებები: მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია; მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი; პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა. რას გთავაზობთ ჩვენ: კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები); საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან; სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას; პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი; მეგობრულ სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია. დასვენება: 2 დღე კვირაში კვირაში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: keylinegroup.vacancy@gmail.com წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „უძრავი ქონების აგენტი“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 550 50 56 84 (Whatsapp).

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.