Reed Hotel Tbilisi
hr.geსაუზმის მზარეული
თბილისიბოლო ვადა 20 ნოე 2026
Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ადამიანს საუზმის მზარეულის პოზიციაზე!
თუ გიყვართ გემრიელი კერძების მომზადება, ესთეტიკურად გაფორმება და სტუმრებისთვის სასიამოვნო დილის შექმნა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00–16:00
ანაზღაურება: 1400 ლარი
კვებით უზრუნველყოფა
უნიფორმით უზრუნველყოფა
დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები
ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა ;
მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად ;
გუნდში მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე : hr@reedtbilisi.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის მზარეული
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 549 152
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.