სამორინე ფეიმ ბათუმი
hr.geმარაგების მაკონტროლებელი
ბათუმიბოლო ვადა 19 ნოე 2026
სამორინე "FAME BATUMI" (ქ.ბათუმი, ჟორდანია / ზ.გამსახურდიას ქ. N 8/15) აცხადებს ვაკანსიას მარაგების მაკონტროლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
აღრიცხვა და მონიტორინგი: საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი კონტროლი, სპეციალური პროგრამების მეშვეობით.
შესყიდვების დაგეგმვა: გაყიდვების ანალიზის საფუძველზე იმის განსაზღვრა, თუ როდის და რა რაოდენობის პროდუქციაა შესასყიდი.
ინვენტარიზაცია: მარაგების პერიოდული ფაქტობრივი გადათვლა და მიღებული შედეგების პროგრამულ მონაცემებთან შედარება.
ხარისხის კონტროლი: ვარგისიანობის ვადების, წუნდებული ან დაზიანებული საქონლის გამოვლენა და ჩამოწერა.
რეპორტინგი: მარაგების ბრუნვადობის, დეფიციტური ან ნარჩენი პროდუქციის შესახებ ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საჭირო უნარ-ჩვევები და მოთხოვნები
ანალიტიკური აზროვნება;
პროგრამული უზრუნველყოფის ფლობა: MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და საწყობის მართვის პროგრამებში (R-Keeper / StoreHouse) მუშაობის გამოცდილება.
დეტალებზე ორიენტირებულობა: მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი ფინანსური სხვაობა გამოიწვიოს.
გამოცდილება არანკლებ 2 წელი;
ინგლისური / რუსული ან თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577115134 ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ჟორდანიას ქ. N 11 (სამორინეს ადმინისტრაციის ოფისი).
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.