Seastone Development
hr.geგაყიდვების მენეჯერი
ბათუმიბოლო ვადა 19 ნოე 2026
სამშენებლო დეველოპერული კომპანია Seastone Development-აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული მომხმარებლების კონსულტაციაზე, გაყიდვების პროცესის სრულ მართვასა და გარიგებების დახურვაზე.
ძირითადი მოვალეობები
შემოსული ლიდების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
პროექტისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა
კლიენტების კონსულტაცია და ობიექტის პრეზენტაცია
მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის დახურვა
კლიენტთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა
CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების მართვა
ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება
არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზასთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
გაყიდვების სფეროში გამოცდილება
უძრავი ქონების/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
შედეგზე ორიენტირებულობა
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია
რას გთავაზობთ
კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსი
გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული საბონუსე სისტემა
ხარისხიანი შემომავალი ლიდები
თანამედროვე CRM სისტემა
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დინამიკური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე: contact@blackseainvest.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ სამუშაო ლოკაცია - ბათუმი.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.