ჟორდანიას კლინიკა
hr.geამბულატორიის საპროცედუროს ექთანი
თბილისიბოლო ვადა 19 ნოე 2026
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიაში, საპროცედურის ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00
განყოფილება: ამბულატორია
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + გამომუშავება პროცედურების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
სხვადასხვა პროცედურებში და მანიპულაციებში მონაწილეობა;
შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე
პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3CY2YFve
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.