მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო

hr.ge

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 19 ნოე 2026
„ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. „ირაო“ ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 22 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია. ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15 გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30 სთ ანაზღაურება: ფიქსირებული 1,000 ლარი (ხელზე ასაღები) და ყოველთვიური ბონუსი ძირითადი მოვალეობებია: საცალო და კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება; გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება. თქვენგან ველით: დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს; პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას; სადაზღვევო სფეროთი დაინტერესებას; გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია საბანკო, საფინანსო ან სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება). ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ტრენინგებს; კარიერული ზრდის შესაძლებლობას; სამოტივაციო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს; მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. ირაო გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.